
2010 წლის 10 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21–ე საუკუნე”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის საკანონმდებლო წინადადებებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.მხარეები პრიორიტეტულად მიიჩნევენ საკანონმდებლო დონეზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვას; აცნობიერებენ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საკონსტიტუციო სარჩელებითა და სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილობითი წარდგინებით მიმართვის აუცილებლობას და გამოხატავენ მზადყოფნას აღნიშნულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობისათვის.
საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ დებულებების დახვეწის მიზნით, შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებს და წარუდგენენ განსახილველად საქართველოს პარლამენტს.
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განმტკიცებისათვის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, ითანამშრომლებენ და მოამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს და მეგობრის წერილებს.
ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ თვეში ერთხელ გამართონ შეხვედრები, რათა დაგეგმონ ურთიერთთანამშრომლობის გზები, კონკრეტული მიმართულებები და გაცვალონ ინფორმაცია.
0 comments:
Post a Comment
თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!